четверг, 29 июня 2017 г.

ტრენინგის მეექვსე დღე.
განვიხილეთ პროექტის პრეზენტაციები, მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების მნიშვნელობა და შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები სასწავლო მიზნების გათვალისწინებით. ვისწავლეთ ფაილების მიმაგრება ანუ ინტეგრირება.💗💖მასალა განვათავსეთ შესაბამის ფაილებში.💓💓💓💓💓

среда, 28 июня 2017 г.

პროექტის მეხუთე დღე.

პროექტის გეგმების განხილვისა და მითითებების  შემდეგ გავეცანით  უკუკავშირის მიცემის სახეებსა და ფორმებს.ვორდში უკუკავშირის ინსტრუმენტის გამოყენებით გავაკეთეთ კომენტრები,გავეცანით საავტორო უფლებებს,ნორმებს,ვორდში შევქმენით ბიბლიოგრაფია,რომელიც თან დაერთვის ჩემს საქაღალდეს .ერთმანეთს მივეცით რჩევები.
 დღევანდელი დღე ნამდვილად კარგი და საინტერესო იყო.  💓💝😍💗

воскресенье, 18 июня 2017 г.

მეოთხე დღე
ტრენინგის მეოთხე დღის შეხვედრების თემა იყო ,,პროექტებით სწავლება" მეორე მოდული ,II ნაწილი.
განვიხილეთ პროექტის გეგმა,მოვახდინეთ უკუკავშირი,შემდეგ განვიხილეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები,მოსწავლეთა ნამუშევრები.ინდივიდუალურად შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაო,

суббота, 17 июня 2017 г.

მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღეს გავიარეთ მეორე მოდული: სასწავლო პროექტის ეფექტურად დაგეგმვა.
აღნიშნული ტრენინგი ჩემთვის  ძალიან მნიშვნელოვანი იყო ,რადგან გავეცანი ბევრ საინტერესო მასალას.შევარჩიე თემა ,დავისახე მიზანი,გავეცანი XXI საუკუნის ლექსიკონს,შვარჩიე თემასთან დაკავშირებული ეროვნული სასწავლო გეგმის პუნქტები და ქვეპუნქტები,ვიმუშავე ინდივიდუალურად და ჯგუფურად,შევიმუშავეთ ზოგადი ,მთავარი და შინაარსობრივი კითხვების დასმის ტექნიკა.

ამ შეხვედრაზე მიღებულ სიახლეს დავნერგავ და გამოვიყენებ პროექტებით სწავლებაში.პროექტი იყო საინტერესო, შინაარსიანი, სიღრმისეული და დატვირთული,ტრენერი პოზიტიური ,აკადემიური და ამომწურავი.