понедельник, 10 июля 2017 г.

კურსის რეფლექსია

         2017 წლის  10 ივნისს  დავიწყეთ  ინტელის საგანმანათლებლო კურსი პროექტებით სწავლება ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენებით,რომელიც დასრულდა 10 ივნისს.ამ მეთოდის სწავლებით ჩემს მოსწავლეებს  განუვითარდებათ  მაღალი დონის სააზროვნო უნარები,გაიზრდება მათი ჩართულობა  სასწავლო პროცესში და დაეხმარება მათ სასწავლო სტანდარტის მიღწევასა და 21 საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.   შევქმენით ჩვენი საქაღალდე.

თითოეული მოდულის მასალის შესანახად. ვაწარმოე  პროექტების   რუბრიკა. ცხრა დღის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ვმუშაობდით პორთფოლიოს წარმოებაზე. ამ მეთოდს აქტიურად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში. ტრნინგები ტარდებოდა სასიანმოვნო გარემოში  მაღალ აკადემიურ დონეზე, რისთვისაც დიდი მადლობა!

пятница, 7 июля 2017 г.

ტრენინგის მერვე დღე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო.დღე დავიწყეთ პროექტის გეგმის შემოწმებით.განვიხილეთ მეექვსე და მეშვიდე მოდული.ფასილიტაცია ტექნოლოგიებით და სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება.გავეცანით მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების წახალისებისთვის დასასმელ კითხვებს.ვიმუშავეთ გეგმის დიფერენციაციაზე საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის,განმავითარებელ შეფასებაზე,ვისწავლეთ ჯგუფის შექმნა.

четверг, 6 июля 2017 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღე დავიწყეთ წინა ტრენინგის დავალების შემოწმებით. გავეცანით შეფასებას  ,თვითშფასებას.ვისწავლე  შეფასების  რუბრიკები, ჩეკლისტები  და  ასევე  პრეზენტაციის ატვირთვა  და  ჩაშენება.           


четверг, 29 июня 2017 г.

ტრენინგის მეექვსე დღე.
განვიხილეთ პროექტის პრეზენტაციები, მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების მნიშვნელობა და შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები სასწავლო მიზნების გათვალისწინებით. ვისწავლეთ ფაილების მიმაგრება ანუ ინტეგრირება.💗💖მასალა განვათავსეთ შესაბამის ფაილებში.💓💓💓💓💓

среда, 28 июня 2017 г.

პროექტის მეხუთე დღე.

პროექტის გეგმების განხილვისა და მითითებების  შემდეგ გავეცანით  უკუკავშირის მიცემის სახეებსა და ფორმებს.ვორდში უკუკავშირის ინსტრუმენტის გამოყენებით გავაკეთეთ კომენტრები,გავეცანით საავტორო უფლებებს,ნორმებს,ვორდში შევქმენით ბიბლიოგრაფია,რომელიც თან დაერთვის ჩემს საქაღალდეს .ერთმანეთს მივეცით რჩევები.
 დღევანდელი დღე ნამდვილად კარგი და საინტერესო იყო.  💓💝😍💗

воскресенье, 18 июня 2017 г.

მეოთხე დღე
ტრენინგის მეოთხე დღის შეხვედრების თემა იყო ,,პროექტებით სწავლება" მეორე მოდული ,II ნაწილი.
განვიხილეთ პროექტის გეგმა,მოვახდინეთ უკუკავშირი,შემდეგ განვიხილეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები,მოსწავლეთა ნამუშევრები.ინდივიდუალურად შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაო,

суббота, 17 июня 2017 г.

მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღეს გავიარეთ მეორე მოდული: სასწავლო პროექტის ეფექტურად დაგეგმვა.
აღნიშნული ტრენინგი ჩემთვის  ძალიან მნიშვნელოვანი იყო ,რადგან გავეცანი ბევრ საინტერესო მასალას.შევარჩიე თემა ,დავისახე მიზანი,გავეცანი XXI საუკუნის ლექსიკონს,შვარჩიე თემასთან დაკავშირებული ეროვნული სასწავლო გეგმის პუნქტები და ქვეპუნქტები,ვიმუშავე ინდივიდუალურად და ჯგუფურად,შევიმუშავეთ ზოგადი ,მთავარი და შინაარსობრივი კითხვების დასმის ტექნიკა.

ამ შეხვედრაზე მიღებულ სიახლეს დავნერგავ და გამოვიყენებ პროექტებით სწავლებაში.პროექტი იყო საინტერესო, შინაარსიანი, სიღრმისეული და დატვირთული,ტრენერი პოზიტიური ,აკადემიური და ამომწურავი.